სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 27 აგვისტოდან საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის მეორე თაობის წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიების გატარება განაახლა

29 აგვისტო, 2008

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 27 აგვისტოდან საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის მეორე თაობის წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიების გატარება განაახლა. 
აღსანიშნავია, რომ მეორე თაობის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა 10 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საქართველოში შექმნილი საომარი ვითარების გამო დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება შეფერხდა. ამ ეტაპზე წამლობა მიმდინარეობს გურიის რეგიონში. ეროვნულ სამსახურთან ერთად ბრძოლის ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრი თვითმართველობის ორგანოები. მათ სამსახურმა უკვე გადასცა შესაწამლი პრეპარატები და ზურგსაკიდი აგრეგატები. უშუალოდ სამსახური კი 7 ერთეული TIFA-ას ტიპის უნივერსალური შემასხურებელი აგრეგატით განახორციელებს წამლობას. 
ეროვნული სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, პარალელურად ჩაერთოს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებში და დროულად გაატაროს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მექანიკური ღონისძიებები საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში. სპეციალისტების განმარტებით, Aაბლაბუდიანი ტოტების მოჭრა და დაწვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის რიცხოვნობას. 
მიმდინარე ღონისძიებებს საგანგებოდ შექმნილი შტაბი უხელმძღვანელებს, რომელიც წამლობის დამთავრებამდე გაუწევს კოორდინაციას დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. 
ეროვნულმა სამსახურმა სამეგრელოსა და გურიის რეგიონში მავნებლის პირველი თაობის წინააღმდეგ 5 176 ჰა-ზე ჩაატარა ქიმიური წამლობა. მათ შორის სამეგრელოს რეგიონში დამუშავდა 1960 ჰა, გურიის რეგიონში - 3216 ჰა ფართობი. 
ამერიკული თეთრი პეპელა დასავლეთ საქართველოს რაიონებშია გავრცელებული. იგი საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. აზიანებს 300-მდე სახეობის მცენარეს. ჩვენს ქვეყანაში მავნებელი პირველად 1976 წელს სამტრედიის რაიონში აღინიშნა. 

BANEREBI

 

 


 

 

 

 

 

ცხელი ხაზი: 291-91-67 (120)

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის GEPLAC-ის მხარდაჭერით
© 2011 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დამზადებულია ITDC-ს მიერ