4 სექტემბერს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა ეპიდსაშიში სიტუაციის პრევენციის მიზნით გორის რაიონის წყალმომარაგების სისტემა შეამოწმა
4 სექტემბერს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა ეპიდსაშიში სიტუაციის პრევენციის მიზნით გორის რაიონის წყალმომარაგების სისტემა შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ აღებული ნიმუშები აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ეროვნული სამსახურის სურსათის უვნებლობის სამმართველოს სპეციალისტების განმარტებით, გორში სასმელი წყალი ქიმიურად და მიკრობიოლოგიურად უსაფრთხოა და მისი მიღება აბსოლუტურად უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
სპეციალისტები განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ აღებულ ნიმუშებში ნარჩენი თავისუფალი ქლორის რაოდენობა 0,2 მგ/ლ-ზე, რაც სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეგულარულ დაქლორვაზე მიკუთითებს. "აღნიშნული გარემოება იმის გარანტიას იძლევა, რომ წყალში სხვადასხვა სახის პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელება არ მოხდება," - აღნიშნავს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თენგიზ კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს სასმელი წყლის ნიმუშები აღებულ იქნა გორის რაიონში ე. წ. "კარვების ქალაქის" სამზარეულოდან, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შემავალი წყალმდენიდან და სამარაგო ავზიდან. ასევე შინდისის გზატკცილის წყალმდენებიდან.








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის