ამერიკული თეთრი პეპლის მე-2 თაობის წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა მცენარეთა საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის მე-2 თაობის წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა. გურიის რეგიონში ქალაქების, სოფლების ტერიტორიასა და ტრასებზე დამუშავდა 4760 ჰა მრავალწლიანი ნარგაობები. მათ შორის, ოზურგეთის რაიონში - 1420 ჰა, ჩოხატაურში - 900 ჰა, ლანჩხუთში - 2320 ჰა. მთლიანობაში, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წელს მავნებლის პირველ და მეორე თაობაზე დამუშავებულია 10016 ჰა ფართობი.
მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, მეორე თაობის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა 11 აგვისტოდან უნდა განახლებულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი საომარი ვითარების გამო ღონისძიებების ჩატრება მხოლოდ 26 აგვისტოდან გახდა შესაძლებელი. სამეგრელოს რეგიონში რუსული საჯარისო ნაწილების არსებობის გამო ქიმიური წამლობა ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, სამხახურის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის შეძენილი უნივერსალი შემასხურებელი აგრეგატების წყალობით, მთლიანობაში ჩატარებული ღონისძიება დადებითად ფასდება, ვინაიდან წამლობის ეფექტურობამ 100% შეადგინა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილი 6 000 ჰექტრის ნაცვლად, ორივე თაობაზე 1056 ჰა ფართობის დამუშავება გახდა შესაძლებელი.
ამერიკული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. იგი აზიანებს 300-მდე სახეობის მცენარეს. ჩვენს ქვეყანაში მავნებელი პირველად 1976 წელს სამტრედიის რაიონში აღინიშნა. ამჟამად გავრცელებულია გურიასა და სამეგრელოშო. საქართველოს პირობებში მავნებელი იძლევა 2 თაობას - ივნის-ივლისსა და აგვისტო-სექტემბერში.








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის