კახეთში კალიების წინააღმდეგ ბრძოლა ავიაციით გრძელდება

04 ივნისი, 2012

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში საშიში მავნებლის -  იტალიური კალიის წინააღმდეგ ავიაციით წამლობა დაიწყო. ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე დაესწრნენ და შირაქის ველზე წამლობით სამუშაოებში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიება  სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის\" ფარგლებში მიმდინარეობს. ავიაციის გამოყენებით შეიწამლება სამანქანო დანადგარებით მიუდგომელი ფართობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საძოვრები.  სამუშაოები ჩატარდება  6 000 ჰექტარზე.

ავიაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის სპეციალისტები მავნებლის ძლიერი გავრცელების კერებში წამლობას სპეციალური სამანქანო დანადგარების ე.წ. მიკრონეიერების გამოყენებით ახორციელებენ.

ამ ეტაპისთვის აღმოსავლეთ საქართველოში დამუშავებულია 2954 ჰა დაზიანებული ფართობი. მათ შორის, კახეთის რეგიონში - 2484, ხოლო ქვემო და შიდა ქართლის ტერიტორიაზე 670 ჰა ფართობი. 

 

 

BANEREBI

 

 


 

 

 

 

 

ცხელი ხაზი: 291-91-67 (120)

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის GEPLAC-ის მხარდაჭერით
© 2011 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დამზადებულია ITDC-ს მიერ