სურსათი
სააგენტომ 4 ტონა მავნებელი სურსათი გაანადგურა
30 აპრილი, 2013
4 ტონა დაბინძურებული, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელი ქათმის ფარში გაანადგურეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ გაყინული ქათმის ფარში მეზოფილური და ფაკულტატური მიკროორგანიზმებით იყო დასნებოვნებული.
30 აპრილი, 2013
თბილისში ვადაგასული სურსათი ამოიღეს
26 აპრილი, 2013
დიდი რაოდენობით ვადაგასული ძეხვეული, კონსერვი, რძის და საკონდიტრო ნაწარმი ამოიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე, "დინამოს" სტადიონის მიმდებარედ რამდენიმე სუპერმარკეტში.
26 აპრილი, 2013
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად, თბილისის საქალაქო სამმართველოს სპეციალისტებმა დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული სურსათი ამოიღეს ლილოს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტებში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან შემოსული ინფორმაციით, გურიის რეგიონში, ოზურგეთის ¹3 საბავშო ბაღში შეტანილი იყო საეჭვო ხორცი. წინასწარი მოკვლევით, პროდუქტს ახლდა ვეტერინარული დოკუმენტი "ფორმა2".
პროდუქტის უვნებლობის დასადგენად, სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ საბავშვო ბაღსა და სასაკლაოში, სადაც იყო დაკლული საქონელი, ჩაატარებს არაგეგმურ ინსპექტირებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური განცხადება
12 მარტი, 2013
როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის - ,,როსპოტრებნადზორის,, წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში ამა წლის 25 თებერვლიდან 1მარტის ჩათვლით. მათი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში არსებული ალკოჰოლური სასმელების და მინერალური წყლის ექსპორტის მიზნით ამ პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების შემოწმება. რუსი სპეციალისტების შემოწმებამდე აღნიშნულ კომპანიებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი - ინსპექტირება. ამისათვის, გთხოვთ, უმოკლეს ვადებში შეავსოთ თანდართული ფორმა (დანართი 1) და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე. nino.melikidze@nfa.gov.ge
12 მარტი, 2013
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და ,,ასოციაცია ქართული ღვინის“ ხელმძღვანელი თინა კეზელი. შეხვედრაზე რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თბილისის 11 საბავშო ბაღი შემოწმდა
11 დეკემბერი, 2012
თბილისის საბავშო ბაღებში ნოემბერში დაფიქსირებული კვებისმიერი ინტოქსიკაციების მრავლობითი შემთხვევების გამო სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საბავშო ბაღების კვების ბლოკების ინსექტირება ჩაატარეს.
11 დეკემბერი, 2012
სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი საქართველოში
14 ნოემბერი, 2012
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFჩ) ინიციატივით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.ფორუმის 100-ზე მეტ მონაწილეს სიტყივთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მიმართა.
14 ნოემბერი, 2012
ანონსი
13 ნოემბერი, 2012
14 ნოემბერს, 9:45 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ინიციატივით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება.
13 ნოემბერი, 2012
ევროპის საკოორდინაციო კომიტეტის 28-ე სესია
26 სექტემბერი, 2012
2012 წლის 25-28 სექტემბერს ქ. ბათუმში სასტუმრო რედისონის დიდ საკონფერენციო დარბაზში ტარდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის საკოორდინაციო კომიტეტის 28-ე სესია.
26 სექტემბერი, 2012








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის