ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტო ადამიანისა და ცხოველის საერთო, განსაკუთრებით საშიშ დაავადება ჯილეხზე პროფილაქტიკურ ღონისძიებას ახორციელებს. ღონისძიება 23 აპრილს სახელმწიფო პროგრამის „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის” ფარგლებში მიმდინარეობს. იგი მოსახლეობისთვის უფასოა. ვაქცინაცია უსაფრთხოა ცხოველის ჯანმთელობისთვის.                                                                                                     
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში გამოვლინდა საქონელში ჯილეხის შემთხვევა, რომლითაც სამი ადამიანი დაავადდა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქემ დაცემული საქონელი ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე, სასაკლაოს გვერდის ავლით კანონდარღვევით დაკლა. დაავადებული ხორცის გარკვეული ნაწილი დაარიგა სანათესაოში, ნაწილი, სავარაუდოდ, გაყიდა. აღნიშნულ შემთხვევას იკვლევენ სპეციალისტები. 
გურჯაანის ბაზარში ხორცით მოვაჭრეთა პროტესტთან დაკავშირებით,  რომლებიც კანონმდებლობის დარღვევით, სასაკლაოს გვერდის ავლით ითხოვენ საქონლის დაკვლასა და ხორცით ვაჭრობის ნებართვას,  სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არ დაუშვებს უკანონოდ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე მისცეს ადამიანების გარკვეულ  ჯგუფს ბაზარში თვითნებურად ვაჭრობის ნება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის პროცესს სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე დაესწრო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში  ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედობის მიღწევა-შენარჩუნებისა და ეპიზოოტიებთან ბრძოლის ზოგად კონცეფციაზე პრეზენტაცია მოეწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე და სააგენტოს კონსულტანტი ვეტერინარიის დარგში პროფესორი თენგიზ ყურაშვილი წაკლის მუნიციპალიტეტში თურქულის ვაქცინაციას დაესწრნენ.  
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას აგრძელებს. ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით აცრილია 243502 სული ცხოველი.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 922 330 სულ მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდება. ვაქცინაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო წეროვანში სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე დაესწრო.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების - თურქულის საწინააღმდეგო 143 100 დოზა ვაქცინა და იმუნიზაციისთვის საჭირო სპეც-აღჭურვილობა ჩაიტანა.     
სურსათის ეროვნული სააგენტო ,,ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებები"-ს ფარგლებში   თურქულის დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ახორციელებს. 
BANEREBI

 

 


 

 

 

 

 

ცხელი ხაზი: 291-91-67 (120)

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის GEPLAC-ის მხარდაჭერით
© 2011 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დამზადებულია ITDC-ს მიერ