სააგენტოს სიახლე
სააგენტომ დიდი რაოდენობით ვადაგასული კვერცხი ამოიღო
16 მაისი, 2013
ვადაგასული სასურსათო კვერცხის მორიგი პარტია აღმოაჩინეს თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე სარეალიზაციო ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა. 900 ცალ სუფრის კვერცხს დამზადების თარიღად მითითებული ჰქონდა 11.03.2013, რომლის რეალიზაციის ვადა ამოიწურა 11.04.2013წ.
16 მაისი, 2013
ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა. ასეთ შეთანხმებას ქართულმა და რუსულმა მხარეებმა დღეს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურში, „როსელხოზნადზორში" გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა
01 აპრილი, 2013
სურსათის ეროვნული სააგენტოს მეორე დელეგაცია რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. 6-კაციან დელეგაციას სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო შეხვედრა 2 აპრილს "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელთან, სერგეი დანკვერტთან გაიმართება.
01 აპრილი, 2013
ანონსი
01 აპრილი, 2013
სურსათის ეროვნული საგენტოს 6-კაციანი დელეგაცია დღეს 1 აპრილს 16:30სთ-ზე მიემგზავრება რუსეთის ფედერაცაში. თბილისის ცენტრალურ აეროპორტში 15:00 სთ-ზე გაკეთდება მედიისთვის კომენტარები.
01 აპრილი, 2013
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება
29 მარტი, 2013
რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის - "როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, ქვემოჩამოთვლილი წყლისა და ლუდის საწარმოების გაცნობა-დათვალიერება განხორციელდება მათი სპეციალისტების შემდგომი მე-3 ვიზიტისას, რომელიც სავარაუდოდ გაიმართება 2013 წლის მაისის თვეში.
შპს "ჩარგლის წყაროები"; მის.: დუშეთის რაიონი, სოფელი ჩარგალი;
შპს "საქართველოს წყლის კომპანია"; მის.: ადიგენის რაიონი, სოფელი მლაშე;
შპს "კოკა-ტაური"; მის.: ქედის რაიონი, სოფელი კოკოტაური;
შპს "ეგზოტიკა+"; მის.: ცაგერის რაიონი, სოფელი კულბაკი;
შპს "პროგრეს 2000"; მის.: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხოტევი
სს "ლომისი" (ლუდი) ; მის.:მცხეთის რაიონი სოფელი ნატახტარი
29 მარტი, 2013
სააგენტოში კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა
27 მარტი, 2013
სურსათის ეროვნულ სააგენტოში კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" პროექტზე მუშაობა დასრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოს სპეციალისტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა პროექტში შესატან ცვლილებებზე. კონსულტაციები გაიმართა არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათი შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულ იქნა პროექტის იმ ვერსიაში, რომელსაც სააგენტო შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნის განსახილველად.
27 მარტი, 2013
საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში მინერალური წყლისა და მსუბუქალკოჰოლური სასმელების(ლუდი) ექსპორტის მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებული მინერალური წყლისა და მსუბუქალკოჰოლური სასმელების (ლუდი) კომპანიების ჩამონათვალი:
შპს "ჩარგლის წყაროები"; მის.: დუშეთის რაიონი, სოფელი ჩარგალი;
შპს "საქართველოს წყლის კომპანია"; მის.: ადიგენის რაიონი, სოფელი მლაშე;
შპს "კოკა-ტაური"; მის.: ქედის რაიონი, სოფელი კოკოტაური;
შპს "ეგზოტიკა+"; მის.: ცაგერის რაიონი, სოფელი კულბაკი;
შპს "პროგრეს 2000"; მის.: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხოტევი
სს "ლომისი" (ლუდი) ; მის.:მცხეთის რაიონი სოფელი ნატახტარი
დიდი რაოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული სასურსათო კვერცხი ამოიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა „ნუგეშის" მაღაზიათა ქსელიდან. 200 ათას ცალამდე (5535) ყუთი მოლდავური წარმოშობის კვერცხი შპს „ნუგეშის" საწყობში დაილუქა და აიკრძალა მისი შემდგომი რეალიზება.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ესტონელი კოლეგები სტუმრობენ
12 მარტი, 2013
ქართულ-ესტონური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოში ესტონეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა და სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნეს. გაცნობით შეხვედრაზე სტუმრებმა ქართველ კოლეგებს ესტონეთის სურსათის უვნებლობის სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის სქემები, ასევე მოქმედი კანონმდებლობა გააცნეს.
12 მარტი, 2013








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის