ინფორმაცია ნებართვების შესახებ
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს 2 სახის ნებართვას: 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტზე და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებულ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციაა - ყველა სახის ცხოველი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ნედლეული, ცხოველთა საკვები (საკვებდანამატები), ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები.
ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციაა - ფიტოსანიტარულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება;
- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- ვეტერინარული სერტიფიკატი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ხოლო ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას დამატებით უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო მოწმობა.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე და ტრანზიტზე ნებართვა გაიცემა 1 თვის ვადით.
ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება;
- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისათვის ნებართვა გაიცემა მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
პროდუქციის იმპორტის ნებართვის საფასურის გადახდა ხორციელდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სს ”საქართველოს ბანკი” (ცენტრალური ფილიალი)
ბანკის კოდი/SWIFT code: BAGAGE22
მიმღების დასახელება: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE97BG0000000292123100GEL
GE97BG0000000292123100USD
GE97BG0000000292123100 EUR
სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემის, მომსახურების გაწევის ვადა და საფასური ( დღგ-ის ჩათვლით):
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა:
20 სამუშაო დღე - 50 ლარი;
10 სამუშაო დღე -70 ლარი;
5 სამუშაო დღე - 90 ლარი;
1 სამუშაო დღე - 100 ლარი.
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა:
20 სამუშაო დღე - 25 ლარი;
10 სამუშაო დღე - 35 ლარი;
5 სამუშაო დღე - 45 ლარი;
1 სამუშაო დღე - 50 ლარი.
ნებართვის გაცემის წესი და იმ პროდუქციის ნუსხა, რომელსაც ესაჭიროება ნებართვები
ევრო კავშირის წევრი ქვეყნების სურსათის მწარმოებლების სია
ევრო კომისიის მიერ აღიარებული მესამე ქვეყნების დაწესებულებები
ფიტოსანიტარული ნებართვის განცხადების ფორმა
ვეტერინარული ნებართვის განცხადების ფორმა
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებული საწარმოების სია








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის