უცხოელი სპეციალისტები გურიის რეგიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნენ

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ უცხოელ სტუმრებს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო და დაათვალიერებინა სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც მავნებელთან საბრძოლველად არის მობილიზებული.

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, სადაც მონიტორინგის შედეგებსა და მავნებლთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს გაეცნენ.

მათი შეფასებით, ქართული მხარის მიერ მავნებლის წინააღმდეგ მგამოყენებული მეთოდები ეფექტიანია და საქართველოს გამოცდილებას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აქტიურად გააზიარებენ.