თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს

თხილის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიებები განიხილეს ანაკლიაში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის II კონფერენციაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თხილის გადამამუშავებლები, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორ-რეალიზატორები და ასოციაციის წევრი 150 ფერმერი. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია თხილთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებსა და დარგში არსებულ გამოწვევებზე; განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე; გაიმართა დისკუსია თხილის მავნებელ-დაავადებებთან ეფექტიანი ბრძოლის ღონისძიებებსა და თხილის სექტორის ხელშეწყობაზე. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის II კონფერენცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია „ფერეროსა“ და ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP)-ის მხარდაჭერით ჩატარდა. #მცენარეთადაცვა #სეს #USAID/REAP

გალერეა