ტრენინგი აგრონომებისათვის!

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, იწყება მომზადება/გადამზადების ტრენინგ პროგრამა მცენარეთა დაცვის მიმართულებით.

თეორიული კურსი ჩატარდება ქ. ზუგდიდში, ხოლო პრაქტიკული - სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ტრენინგ პროგრამა გაგრძელდება 54 დღის განმავლობაში.

მონაწილეობა შეუძლიათ აგრონომის ან ბიოლოგიის კვალიფიკაციის მქონე პირებს, აგრეთვე შესაბამისი სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტებს.

პროგრამა დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბრიდან და გაგრძელდება მომავალი წლის გაზაფხულამდე.

სწავლებას გაუძღვებიან შ. მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თბილისიდან მოწვეული ექსპერტები.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

საკონტაქტო პირები:

ქეთევან გაგოშიძე 577962728;

ელ. ფოსტა: ketevan.gagoshidze@nfa.gov.ge;

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.