თბილისში, სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება.

2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აიღეს თბილისის სასმელი წყლის 63 სინჯი, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის შემოწმებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.