სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სურსათის ხარისხის მართვის სისტემის საკითხებზე ჩეხეთის გამოცდილებას გაეცნო

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები  ჩეხეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ინსპექციის გენერალურ დირექტორთან მარტინ კლანიცასთან.  მხარეებმა სურსათის ხარისხის სისტემის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ   ამ მხრივ ჩეხეთის გამოცდილება მნიშვნელოვანია.