სურსათის ეროვნული სააგენტო ჰოლანდიელ ექსპერტებთან ხარისხის მართვის სტანდარტებს განიხილავს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში 5-დღიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. უცხოელი ექსპერტები საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემას ეცნობიან და ქართველ კოლეგებს ინსპექტირების  ხარისხის მართვის სტანდარტებს და ISO-9001 უზიარებენ.  ISO-17020  სტანდარტი დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და  ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი, შემუშავდა ახალი რეგულაციები სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული გამოწვევბის ფონზე, მნიშვნელოვანია, მაღალი სტანდარტის კონტროლის სისტემის დანერგვა, რაშიც უცხოელი კოლეგები დაგვეხმარებიან“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ.  

სურსათის უვნებლობის ქართველმა სპეციალისტებმა ჰოლანდიელ ექსპერტებს სააგენტოს სტრატეგიის, რისკის ანალიზის, ცხოველთა იდენტიფიკაციის  და ლაბორატორიული კვლევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

ხუთდღიანი  ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის  რეგიონული სამსახურის მონახულება და შეხვედრა ექსპორტიორებთან. 

გალერეა