შეხვედრა გურიის რწმუნებულებთან

აზიურ ფაროსანასთან  ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გურიის რეგიონის სოფლების რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე და წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის ახლადდანიშნულ წარმომადგენლებს შტაბის მუშაობის პრინციპები გააცნო და შესრულებული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია; საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო. 

ლაშა შალამბერიძემ აღნიშნა, რომ მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და შეწამვლითი სამუშაოების მეორე ეტაპი გაორმაგებული ძალებით ჩატარდება.