პარაზიტების საწინააღმდეგოდ პირუტყვის სეზონური დამუშავება დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველების სეზონურ საძოვრებზე გადარეკვასთან დაკავშირებით ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე (ბიოუსაფრთხოების პუნქტი) გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება დაიწყო. 
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ ბიოუსაფრთხოების ექვსი პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია როგორც წვრილფეხა, ასევე მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება და მათი კლინიკური შემოწმება. 
აღნიშნულ მომსახურებას სახელმწიფო ფერმერებს უსასყიდლოდ სთავაზობს. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები. 
გატარებული ღონისძიებების მიზანია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გადატანა-გავრცელებისაგან.
ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი.