კვერცხის ადგილობრივი საწარმოები და სავაჭრო ობიექტები მოთხოვნებს აკმაყოფილებენ

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ააქტიურებს. განსაკუთრებული ყურადღება კვერცხის უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევა. სააგენტოს  ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.   ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა  არ დაფიქსირდა.  სარეალიზაციო ქსელში  ასევ მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ  ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული  შემთხვევა   დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს განაგრძობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს - ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას!