ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერება

საქართველოში ფიტოსანიტარიული კონტროლის ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტს (ÚKZÚZ) შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ოთხწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტს (ÚKZÚZ) წარმომადგენელმა პეტრ ვაცულიკმა მოაწერეს. გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარების ჩარჩო-პროექტის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოში ფიტოსანიტარიული კონტროლის ეროვნული სისტემის სრულყოფა, მცენარეთა დაცვის საშუალებების რეგისტრაციის, მავნე ორგანიზმების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დახვეწას. 

გალერეა