აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 82 500 ჰექტარი დამუშავდა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში მთლიანად 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები,სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები,მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი)მუშაობს. მთლიანად დამუშავებული ფართობების რაოდენობა 82 500 ჰექტარს შეადგენს. მათ შორის პირველ ეტაპზე 53 000 ფართობია დამუშავებული , ხოლო მეორე ეტაპზე წამლობა უკვე ჩატარდა 29 500 ჰექტარ ფართობზე -სამეგრელოში- 20 240 ჰექტარი, გურიაში 4600 ჰექტარი,იმერეთში-4660 ჰექტარი.
ქიმიური წამლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 
5 სექტემბერს მავნებლის საწინააღმდეგოდ ფართობები დამუშავდა შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში : 
გურია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:
სოფ. ღრმაღელე - 210 ჰა, სოფ.ჩოლობარგი - 65 ჰა, სოფ. შუხუთი - 30 ჰა,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 
სოფ. შრომა - 120 ჰა, სოფ. ძიმითი - 45 ჰა, 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: 
სოფ. ამაღლება -180 ჰა
სამგრელო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: 
სოფ. ცვანე-393 ჰა, სოფ ჭითაწყარი-40 ჰა,სოფ.ხეცერა-120 ჰა,სოფ. ხურჩა75ჰა,სოფ.ჯიხაშკარი-210 ჰა,სოფ. ჯუმი-120 ჰა,ზუგდიდი -30 ჰა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: 
სოფ. კირცხი-235, სოფ. ლესიჭინე-205 ჰა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:
სოფ. ობუჯი-150 ჰა

აბაშის მუნიციპალიტეტი
სოფ.ანჟელი-370 ჰა,სოფ.წყემი-35 ჰა სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარია დამუშავებული.

გალერეა