აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა. 
თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათას ჰექტრამდე ფართობი; 
ცივი შესხურებით დამუშავდა 7 ათასამდე ჰექტარი; 
ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.
 სიმინდის ყანებში მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა საყანე ფართობების პერიმეტრებს ამუშავებს.