აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება

4 მაისს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების შემდეგ სოფლებში:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ზემო შუხუთი, ლანჩხუთი, ნიგოითი;

ხობის მუნიციპალიტეტი - ძველი ხიბულა, საგვიჩიო, პირველი გურიფული, ზემო ქვალონი, ბია;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - წალენჯიხა, ფახულანი, ობუჯი;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ახუთი;

სენაკის მუნიციპალიტეტი - დიდი ხორში, მენჯი;

მარტვილის მუნიციპალიტეტი - ნახუნავო, ვედიდკარი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - დიდი ნეძი, შამგონა, ცაიში, ყულიშკარი, ორსანტია, ნარაზენი, აბასთუმანი;

აბაშის მუნიციპალიტეტი - ქოლობანი, ტყვირი, სუჯუნა, პირველი მაისი, მარანი, კეთილარი;

ხონის მუნიციპალიტეტი - ქუტირი, მათხოჯი, კუხი, ივანდიდი, დიდი გუბი, გოჩაჯიხაიში;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - ცხუნკური, ფარცხანაყანევი, საყულია, პირველი წყალტუბო, მუხიანი, გვიშტიბი;

ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ქუთაისი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ტოლები, საჯავახო, დაბლაგომი.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი   მუნიციპალიტეტების ჩართულობით,  ახდენს  მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას მიმდინარე წამლობით სამუშაოებთან დაკავშირებით.  

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განლაგებული, წამლობა ტარდება საღამოს საათებში.