აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების   ჩართულობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ. პროექტის "თსუ დესპანი" ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის ბიოლოგიასა და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით. თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით, შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეები - ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი „რედანი“ და ეკოკლუბი „იმედი“ რეგიონში ატარებენ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, თანატოლების ჩართულობის მიზნით,  სისტემატურად მართავენ შეხვედრებს, ხვდებიან მოსახლეობასაც და საზოგადოებივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო მასალებს ავრცელებენ.

გალერეა