აზიური ფაროსანას მონიტორინგი დედაქალაქში

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, თბილსის მერიასთან შეთანხმებით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები (ფერომონები) უკვე დაამონტაჟეს შემდეგ ადგილებში: ”ვაკის პარკი”;

პარკი „მზიური“; “ვ.გოძიაშვილის სახ.პარკი”; “რიყის პარკი”; “ვეტერანთა, დასვენების  და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი)”; “დიღმის ტყე-პარკი”; “თბილისის ზღვის პარკი;” “დედა_ენის პარკი”; “9 აპრილის პარკი”; “9 მარტის პარკი”; “ვერის პარკი”. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
ამასთან, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).