ინფორმაცია აგროქიმიკატების და პესტიციდების შესახებ

პესტიციდების, აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება


სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს პესტიციდების რეგისტრაციას შემდეგი პრინციპებით:

1. აღიარების რეჟიმში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი  დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში (საქართველოს მსგავს კლიმატურ ზონაშიბულგარეთიუნგრეთირუმინეთისლოვაკეთისლოვენია, ხორვატიაპესტიციდის რეგისტრაციის შესახებ იმავე კულტურებზე და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელსაც ითხოვს განაცხადში რეგისტრანტი;

2. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული  დოკუმენტური ექსპერტიზის საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში და OECD-ის სახელმწიფოებში პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ;

3. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული  დოკუმენტური ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო მინდვრის გამოცდების საფუძველზე - თუ წარდგენილია  დოკუმენტაცია  იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ევროკავშირის ქვეყნებსა და OECD-ის სახელწიფოებს.

პესტიციდის რეგისტრაციაზე განცხადებაში რეგისტრანტმა უნდა მიუთითოს რეგისტრაციის სასურველი ვადა და წარადგინოს შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

განაცხადის განხილვა ტარდება:

  •   300 ლარის გადახდისას -2 თვეში
  •   800 ლარის გადახდისას -1 თვეში
  •   1100 ლარის გადახდისას - 2 კვირაში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ექსპერტიზის დასკვნებისა და გამოცდის ანგარიშის შემოსვლიდან პესტიციდი გატარდება რეგისტრაციაში და გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა:

  •  ერთ თვეში - 300 ლარის გადახდის შემთხვევაში
  •  2 კვირაში - 800 ლარის გადახდის შემთხვევაში
  •  1 კვირაში - 1100 ლარის გადახდის შემთხვევაში.

პესტიციდების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

ENG

RUS


აგროქიმიკატი რეგისტრირდება:

1. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ განაცხადის შემოწმების საფუძველზე:

  • აგროქიმიკატი, რომელიც დაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში ევროკავშირის ქვეყნებში
  • აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის (EEU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში
  • აგროქიმიკატის ხელახალი რეგისტრაცია.

2. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ განაცხადის შემოწმების, ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდების საფუძველზე:

  • აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია ქვეყნებში, რომლებიც არ განეკუთვნება ევროკავშირის (EEU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებს
  • ადგილობრივი წარმოების აგროქიმიკატი.

აგროქიმიკატების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

ENG

RUS


სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს აგროქიმიკატების რეგისტრაციას შემდეგი პრინციპებით:

სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა ტარდება:

  • 150  ლარის გადახდისას - 2 თვეში
  • 500 ლარის გადახდისას - 1 თვეში
  • 700 ლარის გადახდისას - 2 კვირაში.

სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა აგროქიმიკატისა, რომელსაც ტარაზე გააჩნია მარკირება "Eჩ  სასუქები"

  • 2 თვე - 150 ლარის გადახდის შემთხევევაში
  • I თვე - 450 ლარის გადახდის შემთხვევაში
  • 2 კვირა - 650 ლარის გადახდის შემთხვევაში
  • 2 დღე - 1200 ლარის გადახდის შემთხვევაში

ექსპერტიზის და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და რეგისტრაციაში გატარება:

  • 1 თვე - 300 ლარის გადახდის შემთხვევაში
  • 2 კვირა - 600 ლარის გადახდის შემთხვევაში
  • 1 კვირა - 1200 ლარის გადახდის შემთხვევაში

რეგისტრირებული პესტიციდის და აგროქიმიკატის  დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა:

  • 20 სამუშაო დღე - 25 ლარი
  • 10 სამუშაო დღე - 50 ლარი
  • 5 სამუშაო დღე - 100 ლარი.

პესტიციდებისა  და აგროქიმიკატების რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადახდა  შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში  ხაზინის ერთიან ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი/SWIFT code: TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707507094

 

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვის რეკვიზიტები:

Intermediary:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207


Intermediary:
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207


Intermediary:
Deutsche Bank AG, London (GBP)
SWIFT: DEUT GB 2L
Account Number: 84003836530000GBP000LDN
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207


Intermediary:
UBS AG, ZURICH CH (CHF)
SWIFT CODE:UBSWCHZH80A
ACCOUNT NUMBER:02300000069276050000
Beneficiary's bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
ACCOUNT NUMBER: GE65 NB03 3110 0001 1502 07


საქართველოში 2012-2017წელს რეგისტრირებული პესტიციდების ჩამონათვალი
ENG


საქართველოში 2012-2017 წელს რეგისტრირებული აგროქიმიკატების ჩამონათვალი

ENG


კატალოგები
დანართი