პროექტები (საჯარო განხილვისთვის)

ვროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - „ტექნიკური რეგლამენტი - ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდების შესახებ“. 

პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, COMMISSION REGULATION (EC) No 37/2005 of 12 January 2005 on the monitoring of temperatures in the means of transport, warehousing and storage of quickfrozen foodstuffs intended for human consumption (2005 წლის 12 იანვრის ევროკომისიის რეგულაცია (EC) N37/2005 ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის ტრანსპორტირების, დასაწყობების და შენახვის ადგილებში ტემპერატურის მონიტორინგის შესახებ), COUNCIL DIRECTIVE of 21 December 1988, 89/108/EEC on the approximation of the laws of the Member States relating to quick-frozen foodstuffs for human consumption ( 1988 წლის 21 დეკემბრის საბჭოს დირექტივა 89/108/EEC ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ სწრაფად გაყინულ სურსათთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობების დაახლოების თაობაზე) და COMMISSION DIRECTIVE 92/2/EEC of 13 January 1992 laying down the sampling procedure and the Community method of analysis for the official control of the temperatures of quick-frozen foods intended for human consumption (1992 წლის 13 იანვრის ევროკომისიის დირექტივა 92/2/EEC - რომელიც ადგენს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის ტემპერატურის ოფიციალური კონტროლის განხორციელებისათვის სინჯის აღების პროცედურებსა და ანალიზის ერთიან მეთოდებს) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

საკონტაქტო პირი - ქეთევან ლაფერაშვილი
e.mail:. ketevan.laperashvili@mepa.gov.ge

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „ტექნიკური რეგლამენტი - ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდების შესახებ“.