ნებართვების შესახებ

 

სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს 2 სახის ნებართვას: 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე; 2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე.

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციაა - ყველა სახის ცხოველი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ნედლეული, ცხოველთა საკვები (საკვებდანამატები), ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები.
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციაა - ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.

ნებართვაზე განაცხადის შევსება და ნებართვის მიღება შესაძებელია მხოლოდ ელექტრონულად. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვა გაიცემა 1 თვის ვადით.

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისათვის ნებართვა გაიცემა მაქსიმუმ 6 თვის ვადით.

ინსტრუქციები იმპორტის ნებართვის საფასურის გადასახდელად  ბანკების და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით :

თიბისი ბანკი - გადახდის ინტრუქცია

პროკრედიტ ბანკი - გადახდის ინსტრუქცია

ბაზისბანკი - გადახდის ინსტრუქცია

mypay -გადახდის ინსტრუქცია

სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემის, მომსახურების გაწევის ვადა და საფასური (დღგ-ის ჩათვლით):

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა:

20 სამუშაო დღე - 50 ლარი

10 სამუშაო დღე -70 ლარი

5 სამუშაო დღე - 90 ლარი

1 სამუშაო დღე - 100 ლარი.

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა:

20 სამუშაო დღე - 25 ლარი

10 სამუშაო დღე - 35 ლარი

5 სამუშაო დღე - 45 ლარი

1 სამუშაო დღე - 50 ლარი.

ბრძანება N61-1  საგანგებო ზომების მიღების შესახებ (03.10.2019) .

ბრძანება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის
შეჩერების შესახებ (08.08.2019)

ბრძანება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის
შეჩერების შესახებ (27.08.2019)

ბრძანება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის
შეჩერების შესახებ (27.08.2019)


ნებართვის გაცემის წესი და იმ პროდუქციის ნუსხა, რომელსაც ესაჭიროება ნებართვები


არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა  საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების,  ეპიზოოტიების გავრცელების გამო 


ევროკავშირის წევრი ქვეყნების სურსათის მწარმოებლების სია


ევროკომისიის მიერ აღიარებული მესამე ქვეყნების დაწესებულებები  


სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებული საწარმოების სია


რუსეთის ფედერაციაში საექსპორტოდ დაშვებული პროდუქციის ჩამონათვალი 

 

მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა იმპორტიც აკრძალულია

 


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველზე, ფუტკარსა და მათ ნაყარზე 


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართელოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებსა და საკვებდანამატებზე


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ.)


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე 


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებსა და საკვებდანამატებზე


სერტიფიკატის განცხადების ფორმა: საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე


ფიტოსანიტარიული ექსპორტის სერტიფიკატი


ფიტოსანიტარიული რეექსპორტის სერტიფიკატი