ინფორმაცია ბიზნეს-ოპერატორებისთვის

ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა. პუნქტები განკუთვნილია როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვისთვის და უსასყიდლოდ მოემსახურებიან ცხოველთა მეპატრონეებს. სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები,წყლის რეზერვუარები,საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით ხორციელდება. ცხოველთა დეზინფიცირების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ .

გადასარეკი ტრასის რუკა 


ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტზე მოქმედი წესები