სუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის  № 301 დადგენილების - „ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ 

-

კითხვებზე პასუხების გაცემა გაგრძელდება ინტერაქტიულ რეჟიმში

დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე info@nfa.gov.ge, სააგენტოს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე, ცხელ ხაზზე - 1501 ან წერილობით.

 


 კითხვა 1.  სასმელების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა   „დამზადების თარიღის“  ნაცვლად მითითებული იქნეს  სიტყვები - „ჩამოსხმის თარიღი“  ?

პასუხი 1  - ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ჰ12“  - ის თანახმად, დამზადების თარიღი −   ეს არის თარიღი, როდესაც  სურსათმა მიიღო საბოლოო პროდუქტის სახე. ამდენად, სასმელებისათვის დასაშვებია  ნაცვლად „დამზადების თარიღისა“  გამოყენებული იქნას „ჩამოსხმის თარიღი“;


კითხვა 2.  რა  შემთხვევაშია შესაძლებელი  ლიმონათზე    გრაფიკულად, აღწერით ან ვიზუალურად  იქნეს მითითებული  ინგრედიენტის შემცველობა ?

     პასუხი 2(განხორციელდა ცვლილება)

ა) თუ  ლიმონათის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) ინგრედიენტ(ებ)ი (მაგ.  ნაყენი, ვაჟინი და სხვ. )  სურსათის შესახებ ინფორმაციაში ლიმონათის დასახელება  უნდა მოიცავდეს სიტყვებს - „ლიმონათი მსხლის“  ან „ლიმონათი მსხალი“ და ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს ბუნებრივი ინგრედიენტის დასახელება (მაგ. მსხლის ნაყენი და სხვ.);

ბ) თუ   ლიმონათის წარმოებაში  ინგრედიენტად გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) არომატიზატორი (მაგ. მსხლის ნატურალური არომატიზატორი) სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სიტყვებს „ლიმონათი მსხლის არომატით ან/და გემოთი“; ინგრედიენტებისჩამონათვალშიმითითებულიუნდაიქნესბუნებრივი (ნატურალური)  არომატიზატორის დასახელება (მაგ. მსხლის ბუნებრივი არომატიზატორი); ეს მოთხოვნა ვრცელდება ლიმონათზეც, თუ მისი წარმოებისათვის გამოყენებულია როგორც ნატურალური (ბუნებრივი), ისე ნატურალურის (ბუნებრივის) იდენტური  არომატიზატორი. 

გ) თუ ლიმონათის წარმოებაში ინგრედიენტად გამოყენებულია მხოლოდ სინთეზური  არომატიზატორი, სურსათის შესახებ ინფორმაცია დასახელებაში უნდა მოიცავდეს სიტყვას „ლიმონათი“ და ინგრედიენტის ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს  სინთეზური არომატიზატორის დასახელება;

„ა“ და  „ბ“   შემთხვევებში  დასაშვებია ეტიკეტზე მსხლის გრაფიკული გამოსახულების  გამოყენება.


კითხვა 3. დასაშვებია თუ არა 2019 წლის 1 მარტამდე წარმოებული ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადის  (1-2 წელი) მქონე სურსათი განთავსებულ იქნეს სარეალიზაციოდ 2019 წლის 1 მარტის შემდეგაც სურსათის ვარგისიანობის მინიმალურ ვადის გასვლამდე?

პასუხი 3 -  ბიზნესოპერატორების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის N519 დადგენილებით  განხორციელდა ცვლილებები საქართველოს  მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №301 -ში - „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“, რომლის მუხლი 12 - ის თანახმად:

„სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ ან „შენახვის ვადის“ გასვლამდე“.

გამომდინარე აღნიშნულიდან,  2019 წლის 1 მარტამდე წარმოებული ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადის  (1-2 წელი) მქონე სურსათი შესაძლებელია განთავსებულ იქნეს ბაზარზე  „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ ან „შენახვის ვადის“ გასვლამდე“.


კითხვა 4.  სად უნდა განთავსდეს სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია 200-300 გრამიანი სურსათის შეფუთვების შემთხვევაში, რომელიც სარეალიზაციოდ არ გაიხსნება და არ გაიყიდება ცალობაში,  მთლიან შეფუთვაზე გარედან (დასტიკერებით), თუ მასში მოთავსებულ ერთეულ შეფუთვებზეც (კანფეტზე)?

პასუხი 4 - 200-300 გრამიანი სურსათის შეფუთვების შემთხვევაში, რომელიც სარეალიზაციოდ არ გაიხსნება და არ გაიყიდება ცალობაში,  სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია, განთავსებული უნდა იქნეს მთლიან შეფუთვაზე გარედან.


კითხვა 5.  რა სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს საცალოდ გასაყიდად განკუთვნილი ინდივინდუალურად შეფუთული სურსათის   შემთხვევაში, თუ აღნიშნულის ზედაპირის ფართობი 10 კვ.სმ-ზე ნაკლებია?

პასუხი 5 - საცალოდ გასაყიდად განკუთვნილი ინდივინდუალურად შეფუთული სურსათის   შემთხევაში, თუ აღნიშნულის ზედაპირის ფართობი 10 კვ.სმ-ზე ნაკლებია სავალდებულოა მითითებული იქნას:

ა) სურსათის დასახელება;

ბ) ალერგენის დასახელება;

გ) ვარგისიანობის ვადა;

დ) ნეტო.

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალი მიწოდებული   უნდა იქნეს  სხვა საშუალებებით (ვერბალური,  ფურცელ-ჩანართი ან თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების,  როგორებიცაა მორბენალი სტრიქონი, ელექტრონული დაფა და სხვ. საშუალებით) ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.


კითხვა 6. დასაშვებია თუ არა სპირტიანი სასმელების შემთხვევაში კატეგორიების დასახელება მითითებულ იქნეს უცხოურ ენაზე?  და სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა ქართულ ენაზე განთავსებულ იქნას უკანა მხარეს ძირითად ეტიკეტზე?

პასუხი 6 – დასაშვებია, იმ პირობით, რომ  სპირტიანი სასმელების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ასევე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №554-ის „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.


კითხვა 7.  რა ფორმით უნდა მოხდეს ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის, თუ სურსათის დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში,  მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით?

პასუხი 7 -  თუ სურსათის დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში,  მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით, ალერგენების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს გაყიდვის ადგილზე, სურსათის შეძენამდე, დაუფასოებელ სურსათთან ახლოს, კარგად შესამჩნევ ადგილზე განთავსებული წერილობითი, თვალით აღქმადი  ინფორმაციის საშუალებით;


კითხვა 8.  თუ სურსათის ძირითადი ინგრედიენტი შედგენილი ინგრედიენტია და იგი თავისთავად შეიცავს  „ალერგიის გამომწვევ ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებებს ან პროდუქტებს“ , ამ შემთხვევაში მხოლოდ ძირითადი ინგრედიენტი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად გამოყოფილი თუ მისი შემადგენელი ყველა ნივთიერება?

პასუხი 8 - ტიპოგრაფიულად გამოყოფილი უნდა იქნეს როგორც  ძირითადი ინგრედიენტის დასახელება, ასევე  მისი  შემადგენელი ყველა იმ ნივთიერების (კომპონენტის) დასახელება, რომელიც წარმოადგენს „ალერგიის გამომწვევ ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებებს ან პროდუქტებს“ ;


კითხვა 9.  ვანილის ნაყინის შემთხვევაში, მიუხედავად ვანილის  მცირე რაოდენობით არომატიზაციის მიზნით გამოყენებისა,  უნდა მივუთითოთ თუ არა ინგრედიენტების ჩამონათვალში გამოყენებული ვანილის  რაოდენობა ?  როგორ უნდა გამოვსახოთ - პროცენტებში თუ გრამებში?

პასუხი 9 -  თუ ნაყინის დასახელებაა „ნაყინი ვანილის“  ან „ვანილის ნაყინი“ , ან მსგავსი სიტყვათწყობა, მიუხედავად ვანილის მცირე რაოდენობით გამოყენებისა, მისი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში სავალდებულოა, რამდენადაც ამ მინიშნებით („ვანილის“) ინგრედიენტის   კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში და მომხმარებლისათვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის დასახელებასთან, ამასთანავე, სიტყვა „ვანილის“ აღწერს სურსათს, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ასეთი ნაყინი განასხვავოს დასახელებით მსგავსი სხვა ნაყინისაგან. ვანილის რაოდენობა ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს პროცენტულად.


კითხვა 10. თუ სურსათის „გაყინვის თარიღი“  ემთხვევა „დამზადების თარიღს“  ორივე თარიღის მითითება აუცილებელია?

პასუხი 10 -  ამ შემთხვევაში,  მიზანშეწონილია მიუთითოთ  „გაყინვის თარიღი“ და „პარტიის ნომერი“;


კითხვა 11. ენერგეტიკული ღირებულების ცხრილი შესაძლებელია თუ არა მოერგოს პროდუქტს? მაგ. ლიმონათისა და ზოგადად უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაში იყოს შემოკლებული სახით (ვინაიდან არ შეიცავს ცილასა და ცხიმს) და განთავსდეს მხოლოდ ნახშირწყლები და შაქრები?

პასუხი 11 - არა,  უნდა გამოიყენოთ რეგლამენტით განსაზღვრული ცხრილი და შესაბამისად, ცხიმი, ცილა და მარილი აღნიშნოთ „0“-ით.

ენერგეტიკული ღირებულება

-

ცხიმი

0

მათ შორის ნაჯერი ცხიმები

0

ნახშირწყლები

-

მათ შორის შაქრები

-

ცილა

0

მარილი

-

 

 

 

 


კითხვა 12. ენერგეტიკულ სასმელში, რომლის ინგრედიენტად გამოყენებულია საკვები საღებავები  E-102 და  E -129, არის თუ არა სავალდებულო დავიტანოთ ტექსტი: „შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტივობაზე“, თუ უკვე მითითებული გვაქვს „კოფეინის მაღალი შემცველობით - არ არის რეკომენდებული ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის“?

პასუხი 12 - ენერგეტიკულ სასმელში, რომლის ინგრედიენტად გამოყენებულია საკვები საღებავები  E-102 (ტარტრაზინი)  და  E -129 (წითელი ალურა) ,  სავალდებულოა მითითებული იქნეს  ტექსტი: „შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტივობაზე“, მიუხედავად წარწერისა, რომელიც მიანიშნებს კოფეინის შემცველობის გამო მის გამოყენებასთან  დაკავშირებულ რეკომენდაციას.


კითხვა 13.  გთხოვთ დაგვიზუსტოთ, როგორ მივუთითოთ ინგრედიენტების ჩამონათვალში გამოყენებული საკვებდანამატები?

პასუხი 13 -  ინგრედიენტებად გამოყენებული საკვებდანამატების და საკვები ფერმენტების  აღნიშვნა  უნდა მოხდეს კატეგორიის, შემდეგ სპეციალური დასახელების, და თუ შესაძლებელია E ნომრის გამოყენებით   (მაგ.“ საღებავი კურკუმინი“  ან „საღებავი კურკუმინი E 100“,   დამატკბობელი იზომალტი ან დამატკბობელი იზომალტი E 953 ). 


კითხვა 14.  თუ  გამოყენებულია თანაბარი სიმაღლის(ზომის)  შრიფტი (ფონტი) ,  როგორი უნდა იყოს შრიფტის მინიმალური ზომა შეფუთვის ზედაპირის ფართობის მიხედვით?

პასუხი 14

შეფუთვის ზედაპირის ფართობი

შრიფტის ზომა  არ უნდა იყოს ნაკლები

80 სმ 2-ზე მეტი ან ტოლი

1,2 მმ-ზე

80 სმ 2 -ზე ნაკლები

0,9 მმ-ზე

 


კითხვა 15. ეტიკეტზე დასატანი შრიფტი  მხოლოდ ნუსხურ შრიფტის გამოყენების საშუალებას გვაძლევს?  ნუსხური ჩვენი აზრით მხოლოდ მაგალითისთვის არის მოტანილი. გთხოვთ დაგვიდასტუროთ.

პასუხი 15 -   საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონის თანახმად,  „ნუსხური ასო“  ნიშნავს არამთავრულ, პატარა ასოს ( „ა“, „ი“, „ო“ ) და არა ნუსხურ შრიფტს, შესაბამისად ტექნიკური რეგლამენტი არ განსაზღვრავს მხოლოდ „აკად.ნუსხური“ შრიფტის (ფონტის)  გამოყენების ვალდებულებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი შრიფტი (ფონტი);


კითხვა 16. სასმელებთან დაკავშირებით რა იგულისხმება ხედვის ძირითად არეალში?

პასუხი 16 -  ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ხედვის ძირითადი არეალი;


კითხვა 17. ამჟამად ეტიკეტზე არ გვაქვს მითითებული რომ ლუდი პასტერიზებულია, რადგან ლუდის მოსამზადებლად პასტერიზაცია, ისევე როგორც ფილტრაცია და სხვა ტექნოლოგიური პროცესები წარმოადგენს აუცილებელ  პროცესთა ერთობლიობას, ჩვენი აზრით „არაპასტერიზებული“ და „გაუფილტრავი“ ტერმინების გამოყენება აუცილებელია.

პასუხი 17 - თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტერმინები „არაპასტერიზებული“ და „გაუფილტრავი“ ლუდის დასახელებასთან ერთად.  ამ ინფორმაციის განთავსება არ უნდა მოხდეს სავალდებულო ინფორმაციის განთავსების ხარჯზე.


კითხვა 18. საზოგადოებრივი კვების ობიექტის მიერ   სურსათთან დაკავშირებული  ინფორმაცია რა ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი  მომხმარებლისთვის?  სად უნდა განთავსდეს აღნიშნული ინფორმაცია ე.წ. მენიუში თუ სად?

პასუხი  18 - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია მომხმარებელმა უნდა მიიღოს სურსათის გაყიდვის ადგილას, მათ შორის შეკვეთის მიცემისას. ინფორმაცია  შესაძლებელია მიღებული იქნას როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით (ინტერნეტი, მორბენალი სტრიქონი, ბანერი) ასევე  საზოგადოებრივი კვების ობიექტის თანამშრომლისგან სიტყვიერი, ვერბალური კომუნიკაციის  საშუალებითაც.  ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი კვების ობიექტში კარგად შესამჩნევ ადგილზე განთავსებული უნდა იქნეს მინიშნება თუ სად, ვისგან და რა საშუალებითაა შესაძლებელი  სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. 


კითხვა 19. დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება დაუფასოებელი (პიცა, ხინკალი, და ა.შ.) სურსათის შეძენა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, რა სავალდებულო მონაცემების  ჩამონათვალი უნდა მიეწოდოს საბოლოო მომხმარებელს, როდის და რა ფორმით?

პასუხი 19 - სურსათის დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება   სურსათის შეთავაზება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით,  ბიზნესოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს   სურსათის  შესახებ შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: სურსათის დასახელება, ინგრედიენტების ჩამონათვალი, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები, გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა (გარკვეულ შემთხვევებში), სურსათის ნეტო (სუფთა) წონა, შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები, პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება, სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, გარდა გამონაკლისებისა, დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი. 

ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელებამდე და შესყიდვისას. ასახული უნდა  იქნეს დისტანციური რეალიზაციის თანმხლებ მასალაში ან ბიზნესოპერატორის მიერ მკაფიოდ განსაზღვრული სხვა შესაბამისი საშუალებებით,

ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენებამდე“ თარიღითან დაკავშირებული ინფორმაცია  წარდგენილი  უნდა იქნას უშუალოდ სურსათის მიწოდების დროს.


კითხვა 20. საქართველოს მთავრობის №301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის მიზნით, დასაშვებია თუ არა ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ეტიკეტირებისას დამატებით გამოყენებულ იქნეს წებოვანი სტიკერები, რომელზეც განთავსებულ იქნება ის სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეფუთვაზე (№441 დადგენილების მიხედვით დამზადებული) არ არის წარდგენილი.

პასუხი 20 - დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის  №441 დადგენილების მიხედვით დამზადებულ ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის №301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.


კითხვა 21: რა სანქციებია გათვალისწინებული კანონმდებლობით სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  წესის დარღვევის შემთხვევაში?

პასუხი 21 – საქართველოს კანონის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“-ს მუხლი 741 -ის თანახმად,

მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა −გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

 



ხშირად დასმული კითხვები N2 


კითხვა 1. ჩვენს შემთხვევაში დაინტერესებული პირია ძეხვეულის მწარმოებელი კომპანია. ხორცის პროდუქტების, ხორცის ნახევარფაბრიკატების (დამზადებული ხორცი), რომელიც წარმოდგენილია ნაჭრების, საკლავის დაჩეხილი ნაწილების, ნაკუწების, ხორცის ან ტანხორცის ნაწილებით, დასახელებაში მითითებული უნდა იქნეს დამატებული წყლის რაოდენობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დამატებული წყალის რაოდენობა მზა პროდუქტის წონის 5%-ს აღემატება.  რა სახით უნდა მოხდეს დამატებული წყლის მითითება დასახელებაში? რეგულაციის ის ნაწილი რომელიც ინფორმაციის დასახელებასთან ახლოს მითითებას ითხოვს ნათელია თუმცა თავად დასახლებაში წყლის რაოდენობის მითითება ბუნდოვანია. ამასთან რაოდენობას მითითება პროცენტებში უნდა მოხდეს ზოგადი წესის შესაბამისად?  ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე, რომ როდესაც პროდუქტის დამზადებისას ხდება წყლის დამატება, შემდეგ შრება პროდუქტი და საბოლოო წონა არის შემცირებული დაახლოებით 30%-ით. შესაბამისად, დამატებული წყლის ზუსტი მოცულობის განსაზღვრა საბოლოო პროდუქტში შეუძლებელია.

პასუხი 1. დამატებული წყლის, როგორც ინგრედიენტის ჩამოთვლა ხდება საბოლოო პროდუქტში მისი წონის მიხედვით. წყლისრაოდენობა, რომელიცსურსათსემატება ინგრედიენტისსახით, ამოითვლებასაბოლოო   პროდუქტის წონიდანსხვაგამოყენებულიინგრედიენტებისჯამის გამოკლებით. თუესრაოდენობასაბოლოოპროდუქტის წონის 5%-ზენაკლებია, მისიაღნიშვნაარარის სავალდებულო.

თუმცა, ხორცზე, ხორცის ნახევარფაბრიკატებზე (დამზადებული ხორცი), გადაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტებზე და გადაუმუშავებელ ორსადგულიან მოლუსკებზე ეს გამონაკლისი არ ვრცელდება.


კითხვა 2. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად სავალდებულოა ეტიკეტზე მითითების გაკეთება „შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით“, როდესაც სურსათის ვარგისიანობის მინიმალური ვადა გაზრდილია შეფუთვისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აირების გამოყენებით. როდესაც სურსათი შეფუთულია უატმოსფეროდ, ვაკუუმში, ვარგისიანობის ვადის გაზრდის მიზნით ამ შემთხვევაშიც ხომ არ უნდა მივუთითოთ იგივე სიტყვები ან სხვა ფრაზა? 

პასუხი 2 :    როდესაც სურსათი შეფუთულია უატმოსფეროდ, ვაკუუმში, ვარგისიანობის ვადის გაზრდის მიზნით,  სავალდებულოაეტიკეტზემითითებისგაკეთებაშეფუთულიადამცავიატმოსფეროსგამოყენებით“;


კითხვა 3. სიტყვები „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ..... მდე“ უნდა მოიცავდეს: უშუალოდ თარიღს და ეტიკეტზე მინიშნებას, თუ სად არის განთავსებული თარიღი?  გთხოვთ დაგვიზუსტოთ, როგორ შეიძლება გამოყენების ვადის მითითება ეტიკეტზე თარიღზე მინიშნების სახით.

პასუხი 3: „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ..... მდე“ ვადის განსაზღვრისას ეტიკეტზე შეგიძლიათ მიუთითოთ უშუალოდ თარიღი, ან  ეტიკეტზე მიანიშნოთ, სად არის განთავსებული „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ..... მდე“ თარიღი;


კითხვა 4. კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, იმშემთხვევაში თუ ვიყენებთ ნატურალურ არომატიზატორს, შესაძლოა ეტიკეტზე ფოტოს გამოტანა (ვიზუალიზაციისათვის) ხოლო პროდუქტს ვაწერთ არომატით? თუ შესაძლებელია პირდაპირ მივუთითო დასახელება . მაგბაზილიკი

პასუხი 4: „ბაზილიკი“ არ არის მცენარის ქართული დასახელება. „ბაზილიკი“-ს ქართული დასახელებაა  რეჰანი (ლათ. Okimum basilicum L.,) თუ    წარმოებაში  ინგრედიენტადგამოყენებულიამხოლოდნატურალური (ბუნებრივი) არომატიზატორი (მაგ. რეჰანისნატურალურიარომატიზატორი),სურსათისშესახებინფორმაციაუნდამოიცავდესსიტყვებსსურსათი (დასახელება)რეჰანისარომატით ან/და გემოთი“; ინგრედიენტებისჩამონათვალშიმითითებულიუნდაიქნესბუნებრივი (ნატურალურიარომატიზატორისდასახელება (მაგ. რეჰანისბუნებრივიარომატიზატორი); ამ შემთხვევაში  დასაშვებიაეტიკეტზერეჰანისგრაფიკულიგამოსახულების  გამოყენება.


კითხვა 5.   გთხოვთ განგვიმარტოთ ხილის ნექტრისა და სასმელის ხილის წვენის  ეტიკეტზე თუ ისინი რამოდენიმე ხილის კონცენტრატისაგან შედგებიან  რა შემთხვევაში ვართ  ვალდებული  დავიტანოთ ყველა ხილის კონცენტრატის რაოდენობა და რა შემთხვევაში არა ?

პასუხი 5 - თუ პროდუქტი მიღებულია სამი ან მეტი სახეობის ხილისაგან, ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელებაში დასაშვებია გამოყენებული იქნას სიტყვები „სხვადასხვა ხილი“ ან ანალოგიური ფორმულირება ან გამოყენებული ხილის სახეობების  დასახელება რაოდენობის კლების მიხედვით;

ამასთანავე, ხილის წვენის და კონცენტრატისაგან დამზადებული ხილის წვენის ნარევისათვის, ასევე, ერთი ან რამოდენიმე სახეობის ხილის კონცენტრატისაგან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული ხილის ნექტარისათვის,    შესაბამისად  ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს სიტყვები: „კონცენტრატ(ებ)ისაგან“, „ან „ნაწილობრივ კონცენტრატ(ებ)ისაგან“. ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს პროდუქტის დასახელების გვერდით, ნებისმიერ ფონზე გამოსახული უნდა იქნეს მკაფიოდ და თვალით აღქმადი ასოებით;

 ხილის ნექტარის ეტიკეტზე სავალდებულოა ასევე ხილის წვენის, ხილფაფის ან ამ ინგრედიენტების ნებისმიერი ნარევის უმცირესი  შემცველობის  მითითება  შემდეგი  სახით:  „ხილის  შემცველობა  არანაკლებ ...%“. ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს ხედვის იმავე არეალში, სადაც განთავსებულია პროდუქტის დასახელება;

(დამატებით იხილეთ  საქართველოს  მთავრობის  2017 წლის 8 დეკემბრის  N536 დადგენილება “ტექნიკური რეგლამენტი - ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების   შესახებ“).