საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საპრეტენზიო კომისიასთან (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზ. N6).
კონკურსის პროცესებთან და შედეგებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის მიზნით, უფლება გაქვთ, საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით, მიმართოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს.