სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის ვადა ერთი წლით განისაზღვრა

 

 

სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსსა და   „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში შეტანილი  ცვლილებების თანახმად,  სურსათის მწარმოებელი,დისტრიბუტორი და რეალიზატორი პირები, რომლებსაც  2016 წლის 2 სექტემბრის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არ გაუვლია, ვალდებული არიან  2017 წლის 2 სექტემბრამდე  დარეგისტრირდნენ და მიუთითონ მხოლოდ ის საქმიანობა რასაც ამჟამად ახორციელებენ. ბიზნესოპერატორი, რომელიც  2017 წლის 3 სექტემბრიდან არ იქნება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული,  სურსათის მწარმოებელის, დიტრიბუტორის  რეგისტრაცია გაუუქმდება და სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდება.სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის ვადა ერთწლიანია და ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება ხელახლა დარეგისტრირდეს. საკანონდებლო ცვლილებები ბიზნესოპერატორთა ბაზის სრულყოფას და  სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.