სურსათის ეროვნული სააგენტო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-3 2011 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 32 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის № 2-44 ბრძანება .
  3. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის არსებული ბეჭდები და ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ბეჭდებისა და ბლანკების დამზადებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 1  მარტამდე.
  4. ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.         ბ . კვეზერელი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
  2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  3. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
  4. სააგენტოს იურიდიული მისამართია:  0159 ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 24.12.2015წ.

    მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები სააგენტო ს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარ იული რისკის შეფასების საფუძველზე

რისკის მართვა და კომუნიკაცია;

       გ)    საქართველოს    სოფლის    მეურნეობის    სამინისტროს   მიერ    დამტკიცებული   სურსათის სახელმწიფო

კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

 დ) პესტიციდების, აგროქიმიკატების, ვეტერინარული პრეპარატების (საშუალებების) და მინერალური

წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია და კონტროლი;

 ე) წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭება;

ვ) ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და

სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა;

თ) კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ი) ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა

და შესაძლო რისკების თაობაზე;

ლ)  საქართველოს ადმინისტრაციულ     სამართალდარღვევათა          კოდექსით            გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

 ნ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მართვის გეგმის შემუშავება და

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;

ო) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს განხორციელება.

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა

  1. სააგენტოს       ხელმძღვანელობს      სააგენტოს       უფროსი,         რომელსაც       თანამდებობაზე         ნიშნავს            და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს       პრემიერ-მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.
  2. სააგენტოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;

       ბ)    იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

 დ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს, შინაგანაწეს ს, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოებს;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენცი აში არსებული საკითხების დელეგირება სააგენტოს

სხვა თანამშრომელზე;

ზ)   იღებს  გადაწყვეტილებას     სააგენტოს       თანამშრომელთა        წახალისებისა და            დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს. ხოლო აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შე თანხმებით ; თ1)            უფლებამოსილია       სააგენტოს       თანამშრომელთათვის           დაადგინოს    დანამატი,            რომლის          ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას,

პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სააგენტოს უფროსის სათათბირო

ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

ლ) აუქმებს, ცვლის, ძალადაკარგულად და ბათილად ცნობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების

საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

მ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

  1. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.
  2. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.
  3. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანება № 2-8 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

    საქართველოსსოფლისმეურნეობისმინისტრის2014წლის13ოქტომბრისბრძანება№2-198-ვებგვერდი,13.10. 2014წ.

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 24.12.2015წ.       საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 10 მარტის ბრძანება №2-42 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №2-57 - ვებგვერდი, 29.03.2017წ.

 

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

  1. სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოსგან, რომლებიც ქმნიან სააგენტოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
  2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

თ) იურიდიული დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

კ) თბილისის საქალაქო სამსახური.

  1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) გურიის რეგიონული სამმართველო;

ბ) იმერეთის რეგიონული სამმართველო;

გ) კახეთის რეგიონული სამმართველო;

დ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო;

ე) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ზ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო;

თ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო;

ი) შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო;

კ) აჭარის რეგიონული სამმართველო;

ლ) აფხაზეთის რეგიონული სამმართველო. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №2-228 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №2-307 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 24.12.2015წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №2-57 - ვებგვერდი, 29.03.2017წ.

 

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები 1. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია;

დ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

ე) ჰიგიენური და კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ვ) სურსათის ბიზნესოპერატორის საფრთხეების შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ზ) სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სურსათის უვნებლობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვის გეგმის შემუშავება;

ი) სურსათის უვნებლობის სფეროში სამოქმედო სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიცირება და შემუშავება;

 კ) სურსათის უვნებლობის სფეროში პროცესების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის შეკრება-ანალიზი და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, ღონისძიებების შემუშავება;

ლ) სურსათის უვნებლობის სფეროში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

მ) სურსათის უვნებლობის სფეროში სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისობის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლების ინიცირება;

ნ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი;

ბ) ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია;

დ)       ვეტერინარული          პრეპარატების,            არასასურსათო           ცხოველის      საკვების          და            ვეტერინარულ            კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა;

ე)         გადამდები     დაავადებების            დიაგნოსტიკა,            მათი    საწინააღმდეგო,            პრევენციული და       სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა)         მცენარეთა      კარანტინის     ორგანიზება,   მავნე    ორგანიზმების            შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

ბ) ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება;

დ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;

ე)    მცენარეული    წარმოშობის    პროდუქციის,    სატრანსპორტო    საშუალებების,    საწყობების    და ობიექტის

გაუსნებოვნების ორგანიზება;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ზ) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი;

თ) ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაცია და მათი კონტროლი;

ლ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

გ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტიანი ადმინისტრირება;

ე) სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება;

ვ)         ცენტრალური აპარატისა       და       ტერიტორიული         ორგანოს         საქმიანობის            უზრუნველსაყოფად  სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;

ზ) ვეტერინარული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;

თ) იმ პირთა   კმაყოფილების კვლევის,       შესწავლის/შეფასების            უზრუნველყოფა, რომლებიც სარგებლობენ სააგენტოს მომსახურებით;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და საპასუხო კორესპონდენციის გაცემა;

კ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სამოქმედო ტერიტორიაზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა;

ლ) მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება, გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების /ქმედებების განხორციელება.

  1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის           სფეროების     მარეგულირებელი     სამართლებრივი         აქტების           ევროკავშირის            კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში მონაწილეობა;

გ)         საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა      და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;

დ) დონორების პროექტების დაგეგმვა და მართვის ხელშეწყობა;

ე) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება.

  1. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროში წარდგენა;

დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი;

ე) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

  1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს სააგენტოში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების          დაცვას,           რესურსების    ეფექტურად    და       ეკონომიურად            გამოყენებას, ამოცანების       ეფექტურ შესრულებას და შედეგად, სააგენტოში დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) სააგენტოს უფროსის უზრუნველყოფა სააგენტოს სისტემაში მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის,       ეკონომიურობის,       ეფექტიანობის,           მოქმედ           სტანდარტებთან        და            საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

გ) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სააგენტოს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ე)         სააგენტოს       სისტემის         საქმიანობის    საქართველოს კანონმდებლობასთან            შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

ვ)         სააგენტოს       საქმიანობის    ეკონომიურობის,       ეფექტიანობისა          და            პროდუქტიულობის  გაზრდის        მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

თ)     სააგენტოს     სისტემაში     კანონმდებლობის     მოთხოვნათა     დაცვასა     და     შესრულებაზე კონტროლის

განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან / და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ი) სააგენტოს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) სააგენტოს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

8. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ)         სამართალწარმოების განხორციელება         –          სააგენტოს       ინტერესების  დაცვა            სასამართლოში,          სააგენტოში შემოსული ადმინსტრაციული საჩივრების განხილვის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადებაში თანამონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის           სფეროების     მარეგულირებელი     სამართლებრივი         აქტების           ევროკავშირის            კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში თანამონაწილეობა.

  1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ)    მასობრივი     ინფორმაციის    საშუალებებთან    ურთიერთობა,    საზოგადოების    ინფორმირება სააგენტოს

კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; გ) სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;

დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა.

  1. თბილისის საქალაქო სამსახური:

ა) თბილისის მასშტაბით სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა;

გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

  1. ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებია:

ა) მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა;

 გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №2-228 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №2-307 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №2-267 - ვებგვერდი, 24.12.2015წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 29 მარტის ბრძანება №2-57 - ვებგვერდი, 29.03.2017წ.

    მუხლი 6. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს ქონება შედგება:

 ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა

და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება

  1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

 გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

  1. სააგენტოს მიერ გაწეული        მომსახურების            ვადები            და       საფასური   განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

  1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
  2. სააგენტო        ვალდებულია კონტროლის   განსახორციელებლად           სოფლის            მეურნეობის   მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
  3. სააგენტო ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ

შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

 ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით,

თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

  1. ამ         მუხლის          მესამე  პუნქტის          „ბ“       და       „გ“       ქვეპუნქტებით            გათვალისწინებულ   მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
  2. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგო ს საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

  1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
  2. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.