სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ატარებს წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულია 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვი.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში გასულ წელს დაიწყო და თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის ვაქცინაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ განხორციელებული ღონისძიებები ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას;  ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალის  ზრდას.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.