სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული   სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად,   ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი  შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა - სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა  და   ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული  ჯარიმები. უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების   ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია. დამატებითი მოკვლევის მიზნით  საქმეები გადაეცა   შესაბამის უწყებებს.