სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები არ დაეკისრება

2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები არ დაეკისრება

/ სააგენტოს სიახლე

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. 

2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. 
ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. 
აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. 
რეგულაციის მთავარი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. 
აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. 
ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს.