საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

Covid-19

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის დავალებით,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აგრარული ბაზრებისათვის შეიმუშავა რეგულაციები, რაც მოიცავს: 

 

  • აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაობის სისტემატურად  ჩატარებას
  • პერსონალისა და მომხმარებლის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას
  • პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრად გაკონტროლებას
  • პერსონალი ხელთათმანებითა და პირბადით აღჭურვას
  • სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერების განთავსებას
  • პერსონალსა და მომხმარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას. 

შემუშავებული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების უზრუნველსაყოფად და აგრარული ბაზრების ფუნქციონირების გასაახლებლად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მეთვალყურეობით რეგიონებისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას სისტემატურად ეცნობიან და მონიტორინგს უწევენ არსებული რეგულაციების დაცვას. 

აგრარული ბაზრების გარდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვისაც შეიმუშავა: 

ფოტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს, სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, აქტიური კომუნიკაცია აქვთ ბიზნესოპერატორებთან, რომელთაც მუდმივად აწვდიან ინფორმაციას შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ. 

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 28 ნოემბრიდან მუშაობენ მხოლოდ გატანისა და მიწოდების სერვისით, აგრეთვე ე.წ. ,,დრაივის" მეშვეობით.

 
შეზღუდვა, რომელიც ძალაში 1 თებერვლამდე რჩება, არ ეხება:

  • სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარულიბაზრები);
  • სურსათის სამაცივრე მეურნეობებს;
  • სურსათის წარმოება/გადამამუშავებელ საწარმოებს (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობებმა, ცხოველთა სასაკლაოებმა (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
  • ცხოველის საკვების გადამამუშავებელ საწარმოებს;
  • სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორებს (მათ, შორის იმპორტიორებმა);
  • ვეტერინარულ კლინიკებს;
  • ცოცხალი ცხოველების ბაზრებს/ბაზრობებს;
  • ცხოველთა ფერმებს;
  • ვეტერინარულმა აფთიაქებს/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს;
  • ზოომაღაზიებს;
  • პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებულ საცალო/საბითუმო ობიექტებს;
  • სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიებს; 
  • საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებს.