საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ინფორმაცია აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესახებ

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს პესტიციდების რეგისტრაციას შემდეგი პრინციპებით:

1. აღიარების რეჟიმში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი  დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში (საქართველოს მსგავს კლიმატურ ზონაში - ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია) პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ იმავე კულტურებზე და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელსაც ითხოვს განაცხადში რეგისტრანტი;

2. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული  დოკუმენტური ექსპერტიზის საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში და OECD-ის სახელმწიფოებში პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ;

3. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული  დოკუმენტური ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო მინდვრის გამოცდების საფუძველზე - თუ წარდგენილია  დოკუმენტაცია  იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ევროკავშირის ქვეყნებსა და OECD-ის სახელწიფოებს.

პესტიციდის რეგისტრაციაზე განცხადებაში რეგისტრანტმა უნდა მიუთითოს რეგისტრაციის სასურველი ვადა და წარადგინოს შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

განაცხადის განხილვის ვადები და საფარუსი:

2 თვე - 1000 ლარი

1 თვე - 2000 ლარი

2 კვირა - 3000 ლარი 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ექსპერტიზის დასკვნებისა და გამოცდის ანგარიშის შემოსვლიდან პესტიციდი გატარდება რეგისტრაციაში და გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა:

1 თვე - 1000 ლარი

2 კვირა - 2000 ლარი

1 კვირა - 3000  ლარი

აგროქიმიკატი რეგისტრირდება შემდეგი პრინციპით:

1. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე:

ა. აგროქიმიკატი, რომელიც დაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (EC სასუქი)

ბ. აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის (EU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში

გ. აგროქიმიკატის ხელახალი რეგისტრაცია

დ.  ტორფი და ტორფიანი სასუქები.

2.  სარეგისტრაციო ორგანოს მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის  შემოწმების, საექსპერტო დასკვნისა და სარეგისტრაციო  გამოცდების შედეგების ანალიზის  საფუძველზე:

ა. აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია იმ  ქვეყნებში, რომლებიც არ განეკუთვნება ევროკავშირის (EU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებს 

ბ. ადგილობრივი წარმოების აგროქიმიკატი.

 

1. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა  და რეგისტრაციაში გატარება:

2 თვე - 500 ლარი

1 თვე - 1300 ლარი

2 კვირა - 1700 ლარი

 

2. სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა აგროქიმიკატისა, რომელსაც ტარაზე გააჩნია მარკირება "EC  სასუქები" და რეგისტრაციაში გატარება

2 თვე - 500 ლარი

1 თვე - 1200 ლარი

2 კვირა - 1600 ლარი

1 კვირა - 2500 ლარი

 

3. საექსპერტო დასკვნისა  და  სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და რეგისტრაციაში გატარება:

1 თვე - 500 ლარი

2 კვირა - 1000 ლარი

1 კვირა - 1500 ლარი

 

4. რეგისტრირებული პესტიციდის და აგროქიმიკატის  დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

20 სამუშაო დღე - 50 ლარი

10 სამუშაო დღე - 100 ლარი

5 სამუშაო დღე - 200 ლარი

 

პესტიციდის ან აგროქიმიკატის ხარჯვის ნორმის გადაანგარიშება/კორექტირება

20 სამუშაო დღე - 200ლარი

10 სამუშაო დღე - 300 ლარი

პესტიციდებისა  და აგროქიმიკატების რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადახდა  შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში  ხაზინის ერთიან ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი/SWIFT code: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707507094


უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვის რეკვიზიტები:

Intermediary:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207

Intermediary:
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207

Intermediary:
Deutsche Bank AG, London (GBP)
SWIFT: DEUT GB 2L
Account Number: 84003836530000GBP000LDN
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207

Intermediary:
UBS AG, ZURICH CH (CHF)
SWIFT CODE:UBSWCHZH80A
ACCOUNT NUMBER:02300000069276050000
Beneficiary's bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
ACCOUNT NUMBER: GE65 NB03 3110 0001 1502 07