საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ინფორმაცია ბიზნესოპერატორებისთვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტში განხილული იქნა  მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის (აღნიშნულ პროექტს შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) აფინანსებს) მხარდაჭერით მომზადებული „სახელმძღვანელო მითითებები -  მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის  №301 დადგენილების - „ ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“  მიხედვით იქნა მომზადებული. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომებით“ აღებული ვალდებულებების  შესრულების  ფარგლებში.