სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ვანის მოსახლეობა ფაროსანას„მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდით ებრძვის

ვანის მოსახლეობა ფაროსანას„მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდით ებრძვის

/ სააგენტოს სიახლე

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთში მოსახლეობას შეხვდნენ.

სპეციალისტებმა უხუთის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ მიაწოდესინფორმაცია მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკური ღონისძიებების შესახებ,ისაუბრეს მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს აზიური ფაროსანას მიგრირება საცხოვრებელ სახლებში.

სოფელ უხუთის მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებში აქტიურად იყენებს მავნებელთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს. ეზოებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. როგორც თავად აცხადებენ აღნიშნულ მეთოდს შთამბეჭდავი ეფექტი აქვს - ფერომონსა და შუქზე მოზიდული დიდი რაოდენობით მავნებელი თეთრ ნაჭერთან შეხების შემდეგ რამდენიმე წამში ნადგურდება.

ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ მოსახლეობის ჩართულობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მასშტაბური ხასიათი.

„ეს არის მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი მაგალითი,ის რომ მოსახლეობა ჩართულია და საკუთარი შესაძლებლობებით აკეთებს „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებს.მნიშვნელოვანია რომ ასე ორგანიზებულად ჩატარდეს მოსახლეობის მიერ ღონისძიებები“ განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.