საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად ჩატარდება

 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად ჩატარდება

/ აზიური ფაროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი განაგრძობს მეფუტკრე-ფერმერთა ინფორმირებას. სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში გამართულ შეხვედრებზე, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, შესაწამლი პრეპარატებისა და ფუტკრის დაცვის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები გააცნეს. 

ფუტკრის დასაცავად უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის პროცესში მეფუტკრე-ფერმერების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წინა წლების მსგავსად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მათთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება. 

კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.