სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა

აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა.

ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.

კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.