საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ინტენსიურად აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს

 სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ინტენსიურად აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს

/ აზიური ფაროსანა

 სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ინტენსიურად აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. 
 წამლობა მიმდინარეობს სიმინდის მასივებში, სოფლისა და ტყის პერიმეტრზე, ჯაგნარებში. დღეისათვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეწამლულია 75 525.5 ჰა ფართობი, მათ შორის 33 137.75 ჰა სოფლის პერიმეტრი, 41091.50 ჰა სიმინდის მასივი და ჯაგნარი და 1296.25 ჰა ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 180 720.00 ჰა ტერიტორია. 
 მავნებელი გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნასა და სახლებისკენ მიგრაციას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა სახელმწიფოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს.
„მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეფექტიანად წარმართა - თხილისა და სხვა კულტურების მოსავალი სრულად იქნა დაცული. მოსახლეობამ თხილისა და სიმინდის ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღო,“ - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
 უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, თერმული ნისლით დამუშავება ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.
☎ ცხელი ხაზი: 1⃣5⃣ 0⃣1⃣