სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სემეკ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სემეკ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული სასმელი წყლის მიმწოდებელ ბიზნეს ოპერატორთა სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად რისკების მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.