სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სკაუტური ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სკაუტური ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

/ სააგენტოს სიახლე

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში გაიმართა სკაუტური ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ახალგაზრდებს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მოზარდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი აქტივობების მიზანია, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან" თანამშრომლობით, წყემში პირველად ატარებს სკაუტურ ბანაკს „თავგადასავალი 2019“. საბანაკე პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს. ბანაკში 11-დან 25 წლამდე 400 მოზარდი და ახალგზარდა ისვენებს.