სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სწრაფი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სწრაფი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ  სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე   პირის  შესაძლო საკვებისმიერი  ინტოქსიკაციის შესახებ  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული  შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.