სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ბიზნესოპერატორმა ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო კარაქი ბაზრიდან გამოითხოვა

ბიზნესოპერატორმა ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო კარაქი ბაზრიდან გამოითხოვა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა  შეტყობინება, რომლის  მიხედვითაც  სარეალიზაციო ქსელში   კარაქი „ვალიო“ ეტიკეტირების წესის დარღვევით იყო განთავსებული (პროდუქტზე იყო  ორი ეტიკეტი ნაცვლად ერთისა, რომლებზეც შენახვის განსხვავებული ვადები იყო მითითებული - ერთ შემთხვევაში 6 თვე, ხოლო მეორე შემთხვევაში - 12 თვე).  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯორჯიას ჰიპერმარკეტ „კარფურში“. შემოწმებისას გაირკვა, რომ კარაქი „ვალიო“ იმპორტიორის მოთხოვნით უკვე  გატანილი იყო სარეალიზაციო ობიექტიდან. შემოწმება ჩატარდა ასევე  შპს „ევროპროდუქტის“ სასაწყობე მეურნეობაში.  დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორს დაწყებული აქვს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის (კარაქი ვალიო“, 82%, 200 გრ, დარღვეული ეტიკეტით) აღკვეთა-გამოთხოვის პროცედურა. ბიზნესოპერატორმა  წარმოადგინა შესაბამისი  დოკუმენტაცია.