სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

/ სააგენტოს სიახლე

გურიის რეგიონში გრძელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები თერმული ნისლის გამოყენებით მუშავდება. 
შეწამვლით ღონისძიებებთან ერთად მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება მოსაზიდი ხაფანგები. 
 მოსახლეობა მუდმივად იღებს ინფორმაციას მექანიკური მეთოდების შესახებ. 
ბრძოლის ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა ტყის პირებიდან სახლებში ინაცვლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. 
მიმდინარე კვირის განმავლობაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები აჭარის რეგიონში. 
ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 670 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში რჩება.