სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“ დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“ დააჯარიმა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. 

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა  საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად  სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.

ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.